ბევრი მეკითხება, რატომ ვაწყობ მეთვითონ და არ ვირჩევ სერიულ ან კასტომ მოდელებს. პირველი ფაქტორი, ესაა ფასი: თუ კარგად იცი, სად და რა მოძებნო, საბოლოო შედეგი უფრო იაფი გამოდის. მეორე (და მნიშვნელოვანი), ესაა კონფიგურაცია: შენ მიერ შერჩეული კონფიგურაცია ზუსტად ისაა, რაც გჭირდება, და არა ის, რაც სერიულად იყიდება. ერთგვარი კასტომ ბილდია (და არა კასტომ შოპი, რომელიც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალი კლასი იქნება), თავიდანვე გემოვნებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, სერიულ მოდელებზე კი უმეტესად, გარკვეული მოდერნიზება მაინც გჭირდება. მითუმეტეს, ფენდერის შემთხვევაში, მათ საიტზე შეიძლება ააწყო ინსტრუმენტი შენი გემოვნებით. ვცადე და კეისიანა 1850$ გამოვიდა, ამიტომ გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მემოქმედა, მითუმეტეს რომ ერთი-ორი შურუპის მოჭერა დიდად არ მიძნელდება :)
ფენდერის ოფიციალური საიტიდან, იგივე მონაცემების ბილდი კეისის გარეშე, 1699$
პირველ რიგში, Body, ანუ გიტარის სხეული-მთავარი, რაც ქმნის ინსტრუმენტს. ამერიკულ მუსიკალურ ბაზარზე ბევრი საწარმოა, რომელიც ქმნის სტრატის კორპუსებსა და გრიფებს. ბევრი იაფიანი და უვარგისია, ზოგი ზომიერი ფასის და ხარისხის (მაგალითად, Mighty Mite), ზოგიერთი ძვირი და ტოპ-კლასის (მაგალითად, Warmoth), მაგრამ მე გადავწყვიტე თვით ფენდერისვე დამზადებული, American Standard-ის კორპუსი ამეღო, ასე ვთქვათ, აბსოლუტური აუთენტურობისათვის. ამავე მიზეზითვე ავარჩიე ვინტეჟ ტრემოლოსათვის გამზადებული ნახვრეტებით. ხის მასალა-ან Alder (მურყანი) ან Swamp Ash (ჭაობის იფანი), და რადგან ეს უკანასკნელი ტონში ძალიან დიდ დიაპაზონში ვარირებს, არჩევანი პირველის სასარგებლოდ გავაკეთე.
პიკაპები-ასევე, გიტარის საუნდის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ზღვა არჩევანია და დავიბენი- არის დიმარზიოსა და ჩემი საყვარელი სეიმორ დუნკანის რამოდენიმე მოდელი, რომელიც ძალიან მაინტერესებს. ბევრი აქებს ლეის სენსორებს და მეც დამიკრავს მასზე (თუმცა რა შთაბეჭდილება დამიტოვა, არ მახოვს), და ბოლოს, თვით ფენდერისვე ამერიკული წარმოების მოდელები, რომლებიც თავგზას გიბნევს, ძნელია ააჩიო რომელიმე სეტი. ტვინის დიდი ჭყლეტის შემდეგ შევიძინე Deluxe Drive Stratocaster Pickups სეტი. გადაწყვეტილება მივიღე ორი მიზეზით: ამ პიკაპებში გამოყენებულია Alnico 3 მაგნიტი, როგორც პირველ სტრატოკასტერებში (ფენდერმა ამავე მაგნიტებით ცოტა ხნის წინ გამოუშვა საიუბილეო, 1954 წლის მოდელის სეტი). ეს ალნიკოებში ყველაზე სუსტი მაგნიტია (ალნიკო ალუმინის, ნიკელისა და კობალტის შენადნობის აბრევიატურაა, თუმცა Alnico 3-ში კობალტი ფაქტიურად არ შედის), ამიტომ ყველაზე ნაკლებად მოქმედებს სიმის ვიბრაციაზე (არ აჩერებს მას). ეს უპირატესად ნეკ-პოზიციაშია მნიშვნელოვანი, სადაც სიმის ვიბრციის ამპლიტუდა უფრო მაღალია. ამავე დროს, ეს მოდელი ფენდერის ყველაზე „მაღალვოხოდიანი“ პიკაპებია (სადენის მეტი ხვიაა), რაც მაღალი გეინისას ინსტრუმენტს ნოტების გარჩევადობას უნაჩუნებს (ფენდერის სეტებიდან ძალიან მაინტერესებს ასევე Custom '69 Strat Pickups, რომლებიც უმეტეს კასტომ შოპ სტრატებზე აყენია, მაგრამ ეს სხვა დროს).
გრიფი მინდოდა Maple-ს (ნეკერჩხალი) ფრეტბორდით და არაპრიალა ლაქით დაფარული (ვეძებდი ეგრეთწოდებულ Satin finish-ს, ჩემს ერთერთ ჯეკსონზე ეგეთივე გრიფია და ამ ინსრუმენტზეც რაღაც ანალოგიური მინდოდა დამეყენებინა). უაზროდ ძვირია ამერიკაში დამზადებული ორიგინალი ფენდერის ნეკები, და რადგან მინდოდა, რომ ჰედსტოკზე ნამდვილი ლოგო ყოფილიყო, ამასთანავე, ვინაიდან მექსიკური სტრატების ხის ნაკეთობა ჩემთვის სავსებით მისაღებია, დიდი ხნის ძებნის შემდეგ კარგ ფასად გადავაწყდი პრაქტიკულად უხმარ, 2006 წლის გრიფს.
ტუნერები (კოლკები) ამერიკან სტანდარტის ავიღე. Locking Tuners-ებში ორმაგის გადახდა არ ჩავთვალე საჭიროდ, საქმეს ესეც გააკეთებს.
ტრემოლო-აქ საყურადღებოა სწორად შეირჩეს ზომები. ვინტეჟ ტრემოლოს ამერიკულ სტრატებზე ნახვრეტებს შორის მანძილია 2-3/16" (მექსიკურებზე ეს მანძილია 2-1/16"). ხმისთვის ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, რეზონანს ბლოკის მასას- კარგია, თუ ის სქელი ფოლადისაა (ასევე, კარგია სპილენძისგან დამზადებულები. ცუდია თუ თხელია და თან თუჯის).
დანარჩენი წვრილმანი ჰარდვერი ყველაფერი კვლავ Genuine Fender Parts, შემდეგ ეკრანირება, აწყობა...რაღაც პერიოდის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ნაცვლად დელუქს დრაივისა, ამ გიტარაზე კასტომ 69 სეტი აჯობებდა.
მეტი ბასი, დინამიკა, ნაკლები საშუალო სიხშირეეები და უფრო სუფთა ხმა, რომელიც ოვერდრაივებშიც უფრო გამჭვირვალე იქნებოდა (ეს სეტი სპეციალურად ჯიმი ჰენდრიქსისთვის შექმნა ცნობილმა ებიგეილ იბარამ, ფენდერის კასტომ პიკაპების ბილდერმა ქალბატონმა და ბოლო დრომდე, წლების განმავლობაში მისი ხელით იხვეოდა). სიმებიც Ernie Ball .009-.042 სეტი E სტანდარტ წყობისათვის და დაიბადა სტრატი :)